2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძისგანცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 22 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება.

„პაციენტი მძიმე მდგომარეობაში არ არის. რამდენიმე წუთია, რაც შემოიყვანეს და ახლა გამოკითხვის და კვლევის პროცესში ვართ. ახალგაზრდა ქალია, 22 კვირის ორსულია, სწრაფი ტესტი გაუკეთდა და პასუხი დადებითია, სულ ეს ვიცი. ჩივილები არ აქვს, დაბალი ტემპერატურა – 37,2 აქვს. გუშინ რა მდგომარეობა ჰქონდა, არ ვიცი, ახლა ეს სიტუაციაა. ღრმად რომ გავერკვეთ ყველაფერში, ერთი საათი მაინც დაგვჭირდება“, – განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით ორსულის დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

Please follow and like us: