ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 7340-ს მიაღწია. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ქვეყანაში დადასტურებული ინფექციის შემთხვევები 78 797-დან 85195-მდე გაიზრდა, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო და დადასტურებული შემთხვევების რეიტინგში აშშ-სა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

Please follow and like us: