ბრიუსელში მუშაობა დაიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მორიგმა სამიტმა, რომლის დღის წესრიგის მთავარ თემებს ეკონომიკური კრიზისი და ციფრული ეკონომიკა წარმოადგენს.
ამ სამიტს თავისი დაღი დაასვა ამერიკასა და გერმანიას შორის წარმოქმნილმა მოსმენების სკანდალმა და ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა საფრანგეთმაც, რომელიც ასევე დაზარალებულად ითვლება ამერიკის დაზვერვის მხრიდან ფრანგი მოქალაქეების საუბრების ჩანაწერების მოსმენის გამო.
სწორედ ეს საკითხი განიხილეს სამიტის დაწყებამდე გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ოლანდმა და მერკელმა და ისინი ამ საკითხზე ერთიანი დადგენილების მიღებაზეც შეთანხმდნენ.
ამ დროს ევროსაბჭომაც სპეციალური განცხადება გაავრცელა მოსმენებთან დაკავშირებით, რომელშიც ხაზგასმულია რომ, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენები დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.
26.10.13