3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
3 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

სულ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19 პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს ქვეყნების დიდმა უმრავლესობამ საზღვრები ჩაკეტა და პრიორიტეტად ადამიანების დაცვა დაისახა.  საუბარი აღარ არის იმაზე, დედამიწაზე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. ამის პარალელურად, ქვეყნებმა არაერთი მიმართულებით იზარალეს.

არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველოც, მსგავსად სხვა ქვეყნებისა, საკმაოდ დიდ ზარალს ნახავს. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს ზარალი იმ მხრივ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს განსაკუთრებული როლი აქვს. ამ დროისთვის, საბანკო-საფინანსო სექტორი, ქვეყნის წამყვანი ბანკები მომხმარებლების მიმართ გარკვეულ დათმობებზე მიდიან და, შეძლებისდაგვარად, ხელს უწყობენ, რომ შესაბამისი საფიქრალი მათ დროებით მაინც აღარ ჰქონდეთ. მათ მიიღებს გადაწყვეტილება და გამოაცხადეს სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შესახებ. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე განმარტავს, თუ რა იგულისხმება ამ განაცხადში:

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელს არ მოუწევს ბანკში არცერთი თეთრის შეტანა (თუ შეღავათით ისარგებლებს, რაც ნებაყოფლობითია). ასევე, არ მოუწევს ამ სამი თვის დაგროვილი თანხის ერთიანად გადახდა. სავარაუდოდ, ეს თანხა გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე ან სესხის ვადა გაგრძელდება სამი თვით, დამატებითი ჯარიმებისა და პროცენტების გარეშე“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამუშაოს დღის წესრიგში დგას  არის სურსათის მარაგების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. შესაბამისი უწყებია განმარტებით, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში პრობლემა არ არის და არ არსებობს საჭიროება იმისა, რომ მოსახლეობამ პროდუქტის დიდ მარაგს მოუყაროს თავი. გარდა ამისა, პრემიერის დავალებით, იგეგმება ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც, ბიზნესთან კოორდინაციით, თავიდან აგვაცილებს ფასების ზრდას ძირითადი მოხმარების გარკვეულ პროდუქტებზე. პრემიერმინისტრის დავალებითვე, ეკონომიკის გუნდის მინისტრები ეკონომიკური სექტორების სტიმულირებისთვის პროგრამას შეიმუშავებენ. გარდა ამისა, ეკონომიკურ ბლოკს მიეცა დავალება, წარმოადგინოს პოსტკრიზისული გეგმა, რაც მთელს ქვეყანას მოამზადებს იმისთვის, რომ, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ, საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს, დაიბრუნოს ეკონომიკაში იქამდე არსებული პოზიციები.

საქართველოში არსებულ ფინანსურ ვითარებას, ცხადია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე გამოეხმაურა.  მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობა სებ-ის მანდატია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას არაფერი დაემართოს. გვენეტაძის განცხადებით, საბანკო სექტორს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: