18 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისებით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ.

აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა“ და „ივერია ინშია“ მოწყობილი.

ორივე ევროპული ქალაქიდან ჩამოსული 239 მოქალაქის სასტუმროში განთავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას ახდენს.“ „რაკია ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფმა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

Please follow and like us: