გლობალური ეპიდემიის ფონზე, ადამიანები ცდილობენ, შეინარჩუნონ განწყობა და არ დაკარგონ უახლოესი მომავლის რწმენა და იმედი. კრიტიკული სიტუაციების პირისპირ ქართველების ოპტიმისტური განწყობები უკვე კარგად არის ცნობილი. აქ მოსახლეობას ერთდროულად თანადგომა და ცივი გონებით აზროვნებაც შეუძლია და მდგომარეობის იუმორისტული შეფასებაც. ჩვენი ქვეყნის გარდა, პოზიტივითა და იუმორით კორონავირუსის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებმაც „გაილაშქრეს“. გთავაზობთ რამდენიმე ამბავს.
გერმანიაში, უფრო კონკრეტულად კი ჰამბურგში, მექსიკელი ფიტნესინსტრუქტორი ვარჯიშს ასწავლის იმ ადამიანებს, რომლებიც, პანდემიის პირობებში, საკუთარ საცხოვრებელ ბინებში არიან გამოკეტილები და შესაბამის ვარჯიშებს აივნიდან ითავსებენ.
ჩვენთან, ჩვენს დედაქალაქში, არსებული მდგომარეობის გამო მოწყენილმა ადამიანმა გახალისება გადაწყვიტა და ამისთვის შემდეგი მეთოდი მოიფიქრა – მან საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ველოსიპედით გაისეირნა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სულ მალე გახდა პოპულარული.
ბევრი ადამიანი გაახალისა ინდოეთში მომხდარმა სიახლემ. ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ხსენებულ ქვეყანაში დაიბადა ტყუპი – გოგონა და ბიჭი. მათ მშობლებმა დღევანდელი რეალობის შესაბამისი სახელები დაარქვეს – ჩვილებს კორონა და კოვიდი დაარქვეს. ცოლ-ქმარო არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოგვიანებით ბავშვებს სხვა სახელები შეურჩიონ, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ვერსიებზე ჯერდებიან. ამ ფაქტმა სხვადასხვა ქვეყნის არაერთ მოქალაქეს მოჰგვარა ღიმილი.
როგორც ვიცით, მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთი მასშტაბური ცვლილება გამოიწვია, რომელიც განათლების სფეროს ეხება – მასწავლებები და მოსწავლეები ახლა ონლაინგაკვეთილების ფორმატით ურთიერთობენ. ცხადია, ამ სიახლეს დრო და შეგუება სჭირდება, რაც არცთუ ისე მარტივია. ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეხმარება მათემატიკის მასწავლებელი საკუთარ მოსწავლეს ამოცანის ამოხსნაში შესაბამისი დაფის გამოყენებით.
შეიძლება, ყველაზე მგრძნობიარედ შევაფასოთ ისტორია, რომლის 82 წლის ქართველი ქალია. ისტორია ავტობანზე იწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა თანამშრომლებმა, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გზაზე შენიშნეს მოხუცი ქალი. გარკვეულ შეზღუდვების, უტრანსპორტობის გამო მას გადაადგილება ფეხით უწევდა. როგორც გაირკვა, ის ქარელიდან გორში მიდიოდა საკუთარ შვილთან. შსს-ის თანამშრომლები მას დაეხმარნენ და საჭირო ნივთებითაც უზრუნველყვეს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე