18 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან უპასუხა მედიის კითხვას, რომლის თანახმადაც, „აპრილში ელოდებით კორონავირუსის გავრცელების პიკს და ეკლესია ისევ არ ცვლის წესს, როგორია თქვენი მოწოდება, ხედავთ თუ არა საფრთხეს საეკლესიო დღესასწაულების ტრადიციული წესით ჩატარებაში“.

„მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთეს ორი მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამიტომ, მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით  ჩვენი პოზიცია თქვენ იცით, ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლოება იყოს ჯანმრთელი“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Please follow and like us: