18 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

“ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილი იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 რიცხვში მისი მდგომაროება თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამზნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე იმფაქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით გადაყვანილი იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,-განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი მეორე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდიანრეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბილოგიური სიკვდილი.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია , კოვიდ ინფიცირებული გვყავდა 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლისგან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნოლი, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური , მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“-განაცხადა ლევან რატიანმა.

Please follow and like us: