19 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, შესაძლოა, სამეგრელო ჩაიკეტოს. რეგიონი ჩაიკეტება იმ შემთხვევაში თუ ვირუსით ინფიცირებული სპორტსმენის სამ უშუალო კონტაქტს განმეორებითი კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და კონტაქტების მოძიება შეუძლებელი გახდება.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განმარტა, როდის ჩაუტარდება ამ სამ ადამიანს განმეორებითი ტესტირება ამას მედიკოსები გადაწყვეტენ.

„სამეგრელოს სავარაუდოდ ჩაკეტვის შესახებ ვერსია, მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებული იქნება თუ ჩვენ ვირუსის გავრცელების ძალიან ფართო არეალი გვექნება და ამავე დროს, კონტაქტების დადგენის შეუძლებლობა. გუშინ გვყავდა სამი პაციენტი, რომლებსაც (პირველადი ტესტირებით) არ დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსის შემთხვევა, მაგრამ ამ სამი პაციენტის ხელმეორედ ტესტირებისას დადასტურების შემთხვევაში, ალბათ, ზომები იქნება მისაღები. მათ კიდევ ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ კვლევა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც 50-ზე მეტი კავშირი იყო დადგენილი და სავარაუდოდ კიდევ 40კავშირი იქნებოდა. ეს უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას შექმნიდა ჩვენი რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისათვის. ეს სამი ადამიანი უკავშირდება სპორტსმეს. ამ სპორტსმენთან კავშირში, უშუალოდ, 23 ადამიანია გამოვლენილი. ამ 23 ადამინს, რა თქმა უნდა, გეომეტრიული პროგრესის სახით გაცილებით მეტი კონტაქტი ექნებოდა. დაახლოებით, 100 ადამიანზე გავდიოდით და შემდეგ უკვე კვალი იკარგებოდა. ამიტომ, ყველა ძალიან შეშფოთებულები ვიყავით“, – განაცხადა მოწერელიამ.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, მოწერელიას განცხადებით, აღნიშნული კლინიკა საკარანტინო პაციენტის მიღებას უახლოეს დღეებში შეძლებს, იფუნქციონირებს როგორც „ცხელების ცენტრი“.

Please follow and like us: