2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!-ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანები სახლში დარჩებიან, „ამას არავინ ჩაუთვლის სარწმუნოებისგან განდგომად“.

„პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში. ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შემთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება“,- განაცხადა ჯაღმაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

Please follow and like us: