3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
3 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

 

თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით

საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით მსოფლიოში 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის მასშტაბით საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით 53-ე ადგილზეა და მასზე უკეთესი პოზიცია მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს აქვთ.

„საქართველოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. ჩვენზე პირობითად უკეთესი მდგომარეობა ინფიცირებულებისა და სიკვდილიანობის მხრივ აქვთ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი და ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას ევროპის, ასევე ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლუქსემბურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდია, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500 ავადმყოფი ჰყავს.

მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ ალბათ, არც ვიცით. ესაა ტროპიკული სახელმწიფოები, ისეთი სახელმწიფოები, სადაც ეს დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით და მითუმეტეს, მათგან მოწოდებული აღრიცხვა როგორია, არ ვიცით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

Please follow and like us: