17 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მსოფლიოში არსებული ვითარებიდან და ქვეყნების ინდივიდური რეალობებიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში საუბარია ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ცხადია, ადამიანების საჭიროებები და მოთხოვნილებები უწყვეტად უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა, რიგი შეზღუდვებიდან გამომდინარე, საჭიროა, ათვისებულ იქნას ის მარაგი, რომელიც ქვეყანას ადგილობრივ დონეზე აქვს.

ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა. ნათია თურნავას შეფასებით, საჭიროა, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება განვითარდეს.

„აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებსა და მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღესდღეობით, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ საკითხზე „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

რამდენად აქვს ჩვენს ქვეყანას რესურსი საჭირო მარაგის შესავსებად?

საქართველოში ძალიან კარგი რესურსი არსებობს, იგივე, აგრარულ სფეროში, რომ რაც შეიძლება მეტად დაკმაყოფილდეს  საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციით, უპირველესად, ადგილობრივი ბაზარი და მომავალში  მას ეყოფა სიმძლავრე იმისთვის, რომ პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანოს. სამწუხაროდ, დღეს ეს რესურსი მინიმალურადაც კი არ არის გამოყენებული და რაც არის ათვისებული, ისიც ძალიან უხარისხოდ და არაეფექტურად გამოიყენება. ამიტომ, არსებულმა კრიზისმა მაინც უნდა გახადოს თვალსაჩინო ის, რომ გვაქვს რესურსი, რომლის გამოყენებაც საჭიროა და რომელიც მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აგრარულ ქვეყნად უნდა იქცეს. არა, ეს არის „მახინჯი“ წარმოდგენა ე.წ. ნეოლიბერალური ეკონომიკისა.

ნიდერლანდების სამეფო სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციით წლის განმავლობაში იღება 100 მლრდ ევროს. თუმცა ვერავინ იტყვის იმას, რომ ნიდერლანდები არის აგრარული ქვეყანა. ჩვენს ქვეყანაში კი შესანიშნავი რესურსი არის გამოუყენებელი.

რა ეტაპზეა, ამ მხრივ, მთავრობის მოქმედება?

დღესდღეობით, ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ძალიან სერიოზულია, მთავრობის გადაწყვეტილებებში მე კონცეპტუალურს ვერაფერს ვხედავ. ისინი საუბრობენ მხოლოდ იმის შესახებ, რომ, როცა კრიზისი დასრულდება, გამოიყოფა 2 მლრდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეშველოს ეკონომიკას. არავინ იცის, რა შედეგებით დასრულდება ეს კრიზისი. მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია. ფანტასტიკურ ეკონომიკურ მდგომარეობის მქონე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში – რომლის მსგავსიც მათ ისტორიის განმავლობაში არ ჰქონიათ – მარტის თვეში დაიკარგა 700 000 სამუშაო ადგილი. ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება, თუ დროულად არ შეჩერდა არსებული ორმხრივი უბედურება.

რა მთავარი ამოცანები დგას დღეს ჩვენ წინაშე?

ამ ეტაპზე, საუბარი იმაზე, რომ პოსტკრიზისულ ვითარებაში გამოიყოფა 2 მლრდ, არის აბსოლუტურად უადგილო იმიტომ, რომ დღეს არსებობს ორი მთავარი ამოცანა, რომელიც ერთმანეთის გვერდით დგას – პირველი არის ადამიანების გადარჩენა და, რა თქმა უნდა, ეს საკითხი პრიორიტეტულია. მეორე გახლავთ მოქმედი ბიზნესების გადარჩენა. რა იქნება კრიზისის შემდგომ, ეს სხვა საკითხია. ეს შედეგები შესაძლოა, იყოს გაცილებით სხვანაირი, ვიდრე დღეს ჩანს. არავინ იცის, რით დასრულდება მიმდინარე პროცესი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: