2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ის, რომ ადამიანი ეზიარება, არ არის იმის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროის განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფოს და ჩვენი სტრატეგიაც არის, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ტაძრებში ღვთისმსახურების გაჩერება წარმოუდგენელია, რადგან ბევრი მორწმუნე ადამიანისთვის მსახურებაში მონაწილეობა ისთივე მნიშვნელოვანია, როგორც ყოველდღიური საკვების მიღება.

„ხვალ რაღაც დეტალებზე დაწვრილებით საუბარი შესაძლებელი იქნება. ვნახოთ, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს რა პოზიცია ექნება. ჩვენი ზოგადი მოწოდება რჩება, რომ არ დავარღვიოთ კანონი, მითითებები და ეს შენარჩუნდება. ის, რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროის განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის, სახელმწიფოსიც და ჩვენი სტრატეგიაც არის, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის შესაბამისად ვმსახურობთ, ტაძრების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მაქსიმალურად ვაფრთხილებთ მრევლს და თანაც ვმსახურობთ. შესაძლოა ღვთისმსახურება ვინმესთვის მხოლოდ რიტუალი და თამაშია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვენლოვანია და უფრო მეტი მნიშვნელობისაც არის ყველა იმ საქმიანობაზე, რასაც ნებისმიერი ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრია ჩვენს ქვეყანაში მორწმუნე ადამიანი, რომლისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია მსახურებაში მონაწილეობა, როგორც ყოველდღიური საკვების მიღება,“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

Please follow and like us: