2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, ღამის მსახურების ჩატარებსათან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

ჯაღმაიძის თქმით, ისინი მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და აფრთხილებენ მრევლს, რომ მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

„დავაზუსტებთ ამ ყველაფერს ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად ჩვენ მრევლს მოვუწოდებთ, რომ კანონი არ დაარღვიონ. მე ადრეც ავღნიშნე, ის რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ინფექციისაგან ვიქნებით დაცულები. ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ჯანდაცვის სისტემის მთავარი სტრატეგია არის, სახელმწიფოსი და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურობთ.

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელია, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და თან ვმსახურობთ. ღვთის მსახურება ვიღაცისთვის შესაძლებელია არის მხოლოდ რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი მნიშვნელობაც აქვს ვიდრე ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ადამიანი აკეთებს. ამას ძალიან ღრმა და სულიერი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

Please follow and like us: