1 წთ წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 წთ წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
5 წთ წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
2 დღის წინ
მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში
2 დღის წინ
ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, დღეს ჩვენს ქვეყანაშიც განიხილება საგანგებო მდგომარეობის ვადების გადაწევის საკითხი. როგორც ცნობილია, არსებობს გარკვეული სერვისები  და დაწესებულებები, რომელთათვისაც მთავრობამ დაუშვა გამონაკლისი და მათთვის  ფუნქციონირების გაგრძელების ნებართვა გასცა.

ამ მხრივ, რა ვითარებაა საქართველოში აგრარული ბაზრებისთვის? გადავხედოთ  შესაბამის ინფორმაციას.

ჯერ კიდევ 7 აპრილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განცხადება გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში ექნებოდა აგრარულ  ბაზრებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. როგორც მან აღნიშნა, საქმიანობის გაგრძელების მსურველებს ექნებოდათ პირდაპირი ვალდებულება, დაეცვათ შესაბამისი რეკომენდაციები.

„აგრარული ბაზრებია ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც შეიმუშავა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და დაიცავს სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, მაშინ ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას, ძირითადად, საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადების პარალელურად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეკომენდაციები გაასაჯაროვა. სააგენტოს ცნობით, რეგულაციები გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიებზე სადეზინფექციო სამუშაოებია რეგულარულ ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ კონტროლს, ხელთათმანებითა და პირბადეებით უზრუნველყოფას, სადეზინფექციო საშუალებებისა და დეზობარიერების განთავსებას, პერსონალსა და მომხმარებელს შორის სოციალური დისტანციის დაცვას.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სეს-ის ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და გასცემენ რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა მათი ფუნქციონირების გაგრძელებისთვის“, – აღნიშნეს სეს-ში.

გავრცელებული განცხადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გავრცელების ფონზე, აღმოჩნდა, რომ ნელ-ნელა საჭირო გახდა აგრარული ბაზრების დახურვა როგორც დედაქალაქში, ისე – რეგიონებში.

3 აპრილი – იხურება სენაკის აგრარული ბაზარი. შესაბამის გადაწყვეტილებას კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბი იღებს.

4 აპრილი – დროებით იკეტება ქუთაისის ცენტრალური აგრარული ბაზარი და შესაბამის მიზეზად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სახელდება.

6 აპრილი – დაიხურა ზუგდიდის აგრარული ბაზარი. ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა. ამ დროს უკვე დახურულია სენაკის აგრარული ბაზარი. მოვაჭრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მათ მალფუჭებადი პროდუქციის მარაგი ჰქონდათ. პარალელურად, განიხილება ფოთის აგრარული ბაზრის საკითხი.

6 აპრილი – ორი კვირით დაიხურა თელავის აგრარული ბაზარი იმის გამო, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. მთავარ დარღვევად სოციალური დისტანციის დაუცველობა დასახელდა. თელავის აგრარულ ბაზართან ერთად, დაიხურა გურჯაანის აგრარული ბაზარი.

7 აპრილი – დაიხურა თბილისის ყველა აგრარული ბაზარი. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა, მიზეზად კი კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები დასახელდა.

როგორც ჩანს, რეკომენდაციებიდან ყველაზე რთულად შესასრულებელი სოციალური დისტანციის არდაცვა აღმოჩნდა. აგრარული ბაზრების დახურვამდე, რეგულარულად ტარდებოდა მონიტორინგი და შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა, საბოლოოდ, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მათი დახურვა გახდა საჭირო. დასუფთავების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: