7 წთ წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
8 წთ წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
9 წთ წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
12 წთ წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას
2 დღის წინ
მსოფლიოში პირველად – იასამნის გამოხდის პრეცედენტი საქართველოში

ცნობილია, რომ გაზაფხული არაპროგნოზირებადი დღეებითა და მოულოდნელი ტემპერატურებით ხასიათდება. წელსაც რთულია, ვივარაუდოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ „თბილისი თაიმსს“ სინოპტიკოსი, დოდო გვაზავა ესაუბრა.

შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება 25 აპრილის ჩათვლით. საქართველოს უმეტეს რაიონში არის მოსალოდნელი, დროგამოშვებით, წვიმები. მაგალითად, ხვალ, დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, დღის მეორე ნახევარში კი ამინდი გამოსწორდება.

24 აპრილს, შუადღის საათებში უმეტეს რაიონში იქნება წვიმა. იგივე მდგომარეობა გვექნება 25 აპრილს. ღამით მოსალოდნელია უნალექო ამინდი, დღისით – წვიმა. ასეთივე ამინდი იქნება კვირას, 26 აპრილს.

ამავდროულად, მაღალმთიან რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია თოვლი. შესაბამისად, ორშაბათთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს – გუშინ ტემპერატურამ მკვეთრად დაიწია და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არის 12°-14°. ეს ტემპერატურა შენარჩუნდება 24 აპრილის ჩათვლით – დაბლობსა და ბარში 12°-13°, მთიან რაიონებში კი 7°-9° სითბო იქნება მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში დღის განმავლობაში მოსალოდნელია მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 2°-4°.

24 და 25 აპრილს, ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაიწევს. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში  ღამით მოსალოდნელია -2°-0°, ხოლო მაღალმთაში – -6°-4°. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ღამით იქნება -3°-1°, ხოლო ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში უარყოფითი ტემპერატურა უფრო მეტად გაძლიერდება და იქნება, დაახლოებით, -7°-9°.

უკვე 26 აპრილიდან შესამჩნევი იქნება, რომ ჰაერის ტემპერატურა დაიწყებს მატებას.

რაზეა დამოკიდებული, დაიგვიანებს თუ არა ზაფხული?

წინ გვაქვს მაისი და სწორედ მასზე იქნება ეს დამოკიდებული. ასევე, ცირკულაციურ პროცესებზე, არქტიკული ჰაერის მასებსა და იმაზე, თუ ჰაერის როგორი მასები იმოძრავებს ევროპის ტერიტორიებზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: