დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში უკვე არის ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას სახლში გადის.
მისივე თქმით, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.
„ჩვენთან საქართველში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 97 პაციენტი განკურნებულია.