საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

კერძოდ, გახარიას თქმით, რაღაც პერიოდით სავალდებულო ხდება ქვეყანაში:

სოციალური დისტანცირების დადგენილი წესების დაცვა;საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება;იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა;დისტანციური მუშაობის გაგრძელება, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.

Please follow and like us: