3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
3 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი მაჩვენებლით, კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქს, რის გამოსაკვლევადაც ტესტირებების გარდა, სხვა საკვლევი ინდიკატორებიც მოქმედებს.

„ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით. საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიის მქონე ავადმყოფებს. ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც ერკვევა იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადებებისათვის და რომელიც ზამთრიდან მოყოლებული, 22 სხვადასხვა ვირუსზე იტესტება, პლიუს კორონავირუსები. არც ერთ ამ ადგილში კორონავირუსი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, რაც შეეხება მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში, ანუ არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში დღეს, ჩვენ ფართო გავრცელება არ გვაქვს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Please follow and like us: