3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
3 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ფერმერებს აღებული მოსავლის რეალიზებაში დაეხმაროს. გლობალური ვირუსი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენს ქვეყანაში ფერმერები მალფუჭებადი ბოსტნეულის აღებით არიან დაკავებულები. ჩვეულებრივ, ამ წარმოებას ისინი ყოველთვის მომგებიან ფასად ყიდდნენ, დღეს კი ისეთი რეალობაა, როცა მოსავლის დალპობას ბევრად ჯობს, ის გარკვეულ ფასად გაიყიდოს. სწორედ ეს თანამშრომლობაა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ ფერმერებმა მოსავლის რეალიზება შეძლონ?


ამ მხრივ, მარნეულში არსებულ ვითარებაზე „თბილისი თაიმსთან“ მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის მკვიდრმა ისაუბრა. მისი განმარტებით, სოფლებიდან ნამდვილად გააქვთ მანქანებით პროდუქტები, თუმცა ეს პროცესები ხდება ტერიტორიებიდან, რომელთა მოსახლეობამაც აქციები გამართა და საკუთარი საჭიროების შესახებ ხმამაღლა განაცხადა:
„მარნეულში არის ძალიან ბევრი სოფელი. პირველი მოსავალი ამ დროს მოდის ხოლმე – კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო… ძირითადად, მოჰყავთ სათბურებში და ეს მოსავალი არის ძალიან დიდი რაოდენობის, რადგან ამ პერიოდში ძალიან ძვირი ღირს ეს პროდუქტი. მაგალითად, ყვავილოვანი კომბოსტო 15 ლარადაც კი გაუყიდიათ. შესაბამისი, საჭირო ტექნიკა დღეს უკვე ძალიან დახვეწილია. ახლა ჩემს სოფელში არის ძალიან ბევრი კომლი, რომელმაც მოსავალი აიღო.
ამ დროს ყოველთვის ძალიან ბევრი კლიენტი მოდის და ადგილიდან მიაქვს პროდუქტი. აზერბაიჯანულ სოფლებში, განსაკუთრებით, კიტრი მოჰყავთ. ახლა ქვეყანაში პანდემიაა, რაც მოსავლის აღების პერიოდს დაემთხვა. ჩემ წინ, მეზობლის სახლში პირდაპირ მოდის კლიენტი და ოჯახიდანვე მიაქვს ბოსტნეული. მაგალითად, მათ მიაქვთ ბროკოლი, მაგრამ ოჯახებმა ვეღარ გაყიდეს ჩინური კომბოსტო და ის დალპა – მისი კლიენტი არ გამოჩნდა. ზოგ მაცხოვრებელს სხვა პროდუქტი გაუფუჭდა და ასე. ასეთი ჩემს სოფელში ძალიან ბევრია.
სხვა სოფლებში ნამდვილად მიდიან დიდი მანქანებით და მიაქვთ მოსავალი მაგრამ ეს ხდება იმ სოფლებში, რომელთა მოსახლეობაც აქციებზე გამოვიდა. ჩემს სოფლელებს არავისთვის მიუმართავთ, პრობლემა კი ნამდვილად არის. მუნიციპალიტეტის მერიას მოჰყავს შესაბამისი კომპანიები. ცხადია, რა ფასადაც შარშან ყიდდნენ, იმ ფასად წელს ვერ მოახდენენ რეალიზაციას – ეს კიდევ სხვა პრობლემაა“, – ამბობს მარადისის მაცხოვრებელი
როგორც ის განმარტავს, ზოგიერთმა მოსახლემ საკუთარი მოსავლის გარკვეული ნაწილი მეზობელ სოფლებში, მაცივრებში შეინახა. ეს ნაწარმი მათ იზარალეს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: