როგორც მთელს მსოფლიოშია ცნობილი, საქართველო აქტიურად დაუპირისპირდა პანდემიას და მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყანამ ნაკლები ზარალი ნახოს. უცხოური მედიისთვის საინტერესოა და ის დაინტერესებულია, თუ როგორც შეძლო, არცთუ ისე, ძლიერი ჯანდაცვისა და ეკონომიკის, პატარა ქვეყანამ, რომ ასე ღირსეულად აღდგომოდა წინ ამ ვირუსს.
დღემდე ამის შესახებ არაერთი იდეა ვრცელდება. დადასტურებული და მსოფლიოში არაერთ გზის აღიარებული ფაქტებით, საქართველოს ხელისუფლებამ უდავოდ ღირსეული, ძლიერი პრევენციული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკონტროლებინა თითოეული მოქალაქე და დაეცვა მათი ჯანმრთელობა. როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივითა და თავმჯდომარეობით, არაერთი ისეთი ზომა გატარდა, რომელიც მთელი ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს ინდივიდურად შეეხო – ინდივიდური საჭიროებებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.
ცხადია, რთული იქნებოდა პრევენციული ღონისძიებების გატარება იმ ადამიანების რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც მედიცინის სფეროს პროფესიონალები არიან. სწორედ პროფესიონალმა მედიკოსებმა აალაპარაკეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. მათი გაოცების ფონზე, ქვეყნები აღფრთოვანებულები არიან ჩვენი ექიმების წარმატებული ნაბიჯებით და მათ მიმართ პატივისცემას აქტიურად, საჯაროდ გამოხატავენ.
ეკლესია საქართველოს წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში, პროფესიონალების ძალისხმევასთან ერთად, იმ მოცემულობას უკავშირებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია და უფლის წყალობაა, რომ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევის ძალა მოგვეცა.
რამდენიმე დღის წინ საინტერესო ვერსია გაჟღერდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის მხრიდან. ეს ვერსია საქართველოში კორონავირუსის შედარებით სუსტ გავრცელებას უკავშირდება და ამის სავარაუდო მიზეზად რატიანი საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებს.
„არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებულნი. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია, ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია, ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას.
ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ, საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე