2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

როგორც ვიცით, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ტურიზმს. ეს არის სფერო, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, შეჩერებულია. მსოფლიოში ჩაკეტილია საზღვრები; ძირითადად, აკრძალულია მიმოსვლა და სახელმწიფოები მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. როგორ არის შესაძლებელი, საქართველო გაუმკლავდეს შესაბამის დაბრკოლებას და არსებული კრიზისული სიტუაციიდან ნაკლები ზარალით გამოვიდეს? „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ, რა მდგომარეობაში დღეს ტურიზმი საქართველოში?

ტურიზმს ბოლო დრომდე ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სოლიდური ადგილი ეკავა – დაახლოებით, მშპ-ის 8%, ხოლო ეკონომიკის სხვა დარგები, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, მიბმული იყო ტურიზმზე – კვების მრეწველობა,  ტრანსპორტი და ა.შ. – ჯამურად, საკმაოდ მნიშვნელოვან მატებას იძლეოდა. გასაგები მიზეზებია გამო, ეს დარგი დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

როგორ უნდა შეძლოს ქვეყანამ ტურიზმის შედეგად მიყენებული ზარალის შევსება?

ჩვენ უნდა შევეცადოთ, მომსახურების ეს სფერო, რომელიც ტურიზმით არის წარმოდგენილი, ჩავანაცვლოთ დისტანციური სახის მომსახურებით. ცხადია, ჩამოსულ ადამიანებს ჩვენ ადგილზე ვემსახურებოდით. მაგრამ, ამ ეტაპზე, ჩვენ მომსახურებაში ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ ის სფეროებზე, რომლებიც არ საჭიროებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, პირისპირ კომუნიკაციას. აქ იგულისხმება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროგრამული პროდუქტების შექმნა და სხვა საქმიანობები, რომელთა წარმატებული მაგალითიც მსოფლიოში მრავლადაა.

დაგისახელებთ ირლანდიის მაგალითს, რომელიც, საუკუნეების განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს კოლონია იყო. მოგვიანებით მან, საგადასახადო რეჟიმის საფუძველზე, გარდაქმნა მოახერხა და საკუთარი სათავო ოფისები ირლანდიაში გადაიტანა. რაც მთავარია – ხელი შეუწყო ტექნოლოგიების განვითარებასა და პროგრამული პროდუქტების შექმნას.

ჩვენც სწორედ ამ მიმართულებებით უნდა ვიმუშაოთ – მეცნიერება, განათლება და კრეატიულობა – ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შედარებით უმტკივნეულოდ დავძლიოთ ტურიზმის შედეგად მიყენებული ზარალი.

სხვა ქვეყნების ანალოგიურ ვითარებას რომ შევადაროთ – რამდენად დიდია ზარალი საქართველოს შემთხვევაში?

რაც უფრო დიდია ქვეყანა, აბსოლუტური მოცულობით, მით მეტი აქვს მას ტურისტული მომსახურების მასშტაბი. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, ესპანეთი ყოველწლიურად იღებდა, დაახლოებით, 82 მლნ ტურისტს და საკმაოდ მაღალი იყო ამ ტურისტების მყიდველობისუნარიანობა. დღეს კი ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ, ფაქტობრივად, წლევანდელი სეზონი არის ჩავარდნილი – ზარალი კოლოსალურია.

საქართველოს მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, პროცენტულად, შესაძლოა, 1-2%-შია განსხვავება მშპ-ის შექმნილ დოვლათში, მაგრამ ღირებულებითი მოცულობის მიხედვით, რა თქმა უნდა, შედარება არ შეიძლება. ესპანეთში ეს იყო, დაახლოებით, 68 მლრდ  დოლარი წელიწადში, ჩვენი შემოსავალი კი იყო, დაახლოებით, 4 მლნ ლარი შექმნილი დამატებული ღირებულების სახით, ხოლო მთელს ამ ინდუსტრიაში  ბრუნვის მოცულობა, დაახლოებით, 3,2 მლრდ  აშშ დოლარი. ამ მასშტაბებზე შეგვიძლია საუბარი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: