2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ჩვენს წინაპრებში იყო შვილების დალოცვის ტრადიცია. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ყველა შვილი ცალ-ცალკე უნდა დალოცოს. დალოცვის წინ აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება შვილისათვის მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს. მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეასრულებთ ამ წესს. ეს დალოცვა ჩვენ შევადგინეთ და დღეს პირველად წავიკითხავ. ასეთი წესი იქნება, შვილს დააყენებთ მუხლებზე, იმ ხატის წინაშე, რომლითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება თქვენი ოჯახი სიკეთისაკენ. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

თქვენ ნახავთ რომ დალოცვის შემდეგ ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე შემოვა. დამშვიდდებიან მშობლები, დამშვიდდებიან შვილები.

„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველსმყოფელო, სამებაო, ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველიოსა, მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე, მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა, ჰოი უფალი შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩემი ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფევლისა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა შენთათა, ამინ”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
ილია მეორე

Please follow and like us: