თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„გუშინ დილით ამ დროისთვის გვყავდა 604 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ექვსი ახალი შემთხვევა და გახდა 610. საქართველოში 240 გამოჯანმრთელებული გვყავდა, დაგვემატა 29 და გვყავს 269 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმატებით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ცენტრებში 332 პაციენტი მკურნალობს.

Please follow and like us: