2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
5 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

როგორც ცნობილია, დღეს ცვლილებები ყველა სექტორში მიმდინარეობს. განათლების სისტემა გამონაკლისს არ წარმოადგენს. ეს სფერო სრულად გადავიდა დისტანციურ კომუნიკაციაზე. სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები, სტუდენტები სწავლებას ონლაინ გადიან. რამდენად ეფექტურია განათლების მიღების ეს მეთოდი, რომლის ათვისებაც დღეს სავალდებულოა?

როგორც ვიცით, „ტვ პირველის“ ეთერით მოსწავლეები გაკვეთილებს გადაცემის მეშვეობით სწავლობენ. ამ გადაცემას „ტელესკოლა“ ჰქვია და მან არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. „ტელესკოლის“ მეშვეობით იმ მოსწავლეებსაც აქვთ განათლების მიღების საშუალება, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ გააჩნიათ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა  განაცხადა, რომ  შესაბამის თემატიკაზე გადაწყვეტილებების მიღების დრო მისთვის და მისი გუნდისთვის პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა წარმოადგენდა.

„განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“ (TV-School), რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. სატელევიზიო გაკვეთილებს, რომლებიც ყველა კლასის ყველა საგანში ტარდება, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ. სწორედ ასეთი წარმატების გამო, პროექტი „ტელესკოლა“ პანდემიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსს“ განათლების ექსპერტი, გიორგი გახელაძე ესაუბრა. ექსპერტის თქმით, ჯერ ნაადრევია იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტურია ონლაინსწავლება – ამ გამოცდილების მიღება დაწყებულია, თუმცა შედეგების განსაზღვრა ნაადრევია. ამასთან, გახელაძის განმარტებით, ჯერჯერობით, რაოდენობრივი კვლევა  არ გვაქვს, არ გვაქვს  არც შუალედური კვლევა და, ამ ეტაპზე, მხოლოდ ემპირიული დაკვირვებით არის შესაძლებელი მსჯელობა.

ექსპერტი სამ მოცემულობას ასახელებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლოა, ონლაინსწავლება სკოლის მოსწავლეებისთვის დისკომფორტს წარმოადგენდეს. პირველი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს მასშტაბით ინტერნეტი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ონლაინსწავლების პროცესში ჩართული ვერ არის. აქ იგულისხმება პერიფერიული რეგიონები. გახელაძის განმარტებით, მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ იქ, სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისით, ვერ იყოს წვდომა გამართულ მოწყობილობებთან. მესამე მომენტი – შესაძლოა, მოსწავლე იყოს უზრუნველყოფილი ინტერნეტითაც და შესაბამისო ტექნიკითაც, მაგრამ სკოლის მხრიდან მომსახურეობა მიმდინარეობდეს არასრულფასოვნად.

განათლების ექსპერტი არსებულ მოცემულობაში მასწავლებლების უნარ-ჩვევებსაც უსვამს ხაზს და განმარტავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს არ არის ადეკვატური და საკმარისი.

„იქ, სადაც „გადაწყობა“ სრულად მოხერხდა, შედეგიანობა შედგა და პროცესი მოტივაციისმიმცემი აღმოჩნდა. საერთო სურათი, შედეგიანობის თვალსაზრისით, არაერთგვაროვანი იქნება. სავარაუდოა, რომ როცა ეფექტიანობა შესწავლილი იქნება – ამაზე მკვლევრები მუშაობენ – შედეგი იქნება არაერთგვაროვანი, მრავალფეროვანი“, – განმარტავს გიორგი გახელაძე „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას.

ექსპერტის შეფასებით, ონლაინსწავლების მეთოდმა დღეს არაერთს მოსწავლესა და მასწავლებელს სწავლების პროცესის გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. მისივე თქმით, ბევრმა ეს მეთოდი მოირგო ისე, რომ, არსებული დისკომფორტის პარალელურად, განათლების მიღება საინტერესოდ წარმართულიყო.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: