14 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ქვეყნის სხვა ბიბლიოთეკები ფუნქციონირებას ეტაპობრივად დაიწყებენ. ბიბლიოთეკების გახსნის გეგმას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქვეყნებს: “ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას.

სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება. მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება. პერსონალი, რისკ-ჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია – ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია.

სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდებიან სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც. ამავე დროს: დაიწყება პირველი კორპუსის საცავის რემონტი. ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე სტამბის მუზეუმის მოწყობა, პრესის მუზეუმის მოწყობა, ქუთაისის კავკასიური წიგნთსაცავის მრავალსართულიანი მშენებლობის ბოლო სამუშაოების ჩატარება, დასრულდება – ქართული დროშის საკონფერენციო დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი, წიგნის განახლებული მუზეუმი. ზაფხულიდან განვაახლებთ სოფლის ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას და იქვე მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს, სადაც ყველა შესაბამისი სამედიცინო სიახლე იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნავს კეკელიძე.

Please follow and like us: