რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველებს და საქართველოს ებრაულ თემს ლაგ ბა-ომერს ულოცავს.
“დღეს იუდეველები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, ლაგ ბა-ომერს ზეიმობენ. ლაგ ბა-ომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას და რაბი შიმონ ბარ იოხაის ხსენებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, ებრაელები ამ დღეს ზეიმში, ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ ბა-ომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ,” – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.