14 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დღეს საკმაოდ აქტუალურია ველოსიპედებით გადაადგილების თემა. ეს საკითხი განსაკუთრებულად განხილვადია მას შემდეგ, რაც, პანდემიის ფონზე, აშკარა გახდა, რომ ავტომობილების გამონაბოლქვს უზარმაზარი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისა და გარემოსთვის.

ჩვენს ქვეყანაში, გარკვეულ ტერიტორიებზე უკვე არსებობს ველობილიკები, თუმცა, რამდენად გამოყენებადია ისინი და აქვს თუ არა საქართველოს იმის პერსპექტივა, რომ ველოსიპედი გადაადგილების მთავარი საშუალება გახდეს? აქტუალური საკითხის ირგვლივ „თბილისი თაიმსს“ საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი, მევლუდ მელაძე ესაუბრა.

ქართულ გამოცდილებას თუ განვიხილავთ ველოსიპედით სარგებლობასთან დაკავშირებით, ის, ძირითადად, ყოველთვის გამოიყენებოდა ვაკე ტერიტორიაზე – მაგალითად, სამტრედიაში – ყოველთვის ცნობილი იყო, რომ სამტრედიაში ბევრი ადამიანი მოძრაობს ველოსიპედით.

რაც შეეხება თბილისს – ეს ტრანსპორტი დედაქალაქში არცთუ ისე პოპულარული იყო და ამას აქვს ახსნა – ამ ქალაქში ბევრი აღმართ-დაღმართია და ველოსიპედის გამოყენება თბილისში  ყოველთვის სირთულეებთან იყო დაკავშირებული – იყო რთული და არაკომფორტული”.

მევლუდ მელაძე აღნიშნულ საკითხს თანამედროვეობის ჭრილშიც განიხილავს. მისი შეფასებით, 21-ე საუკუნემ რაღაცები შეცვალა და გამოიგონეს ელექტრონული ველოსიპედები, რომლებიც დატვირთავს ამსუბუქებს. ჩვეულებრივი ველოსიპედით  გადაადგილებას თან ახლავ გაოფლიანება. მეორე მხრივ, ელექტრონული ველოსიპედები უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და, ნაცვლად ყოველდღიური ტრანსპორტისა, ის, უფრო მეტად, ფუფუნების საგანია.

მელაძემ ჩვენს ქვეყანაში არსებულ შესაბამის ინფრასტრუქტურაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თბილისს უფროდაუფრო ემატება ველობილიკები, რაც  პერსპექტივაში კარგად გამოიყურება. როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ამ ტრანსპორტით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, დღეს კი ეს მაჩვენებელი ძალიან მიზერულია და სიმბოლური დატვირთვა აქვს ველობილიკებს. მელაძე კიდევ ერთ პრობლემას უსვამს ხაზს – უკვე არსებული ველობილიკები ერთმანეთს არ უკავშირდება – „ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ერთი ცენტრალური უბნის დაკავშირება მეორე ცენტრალურ უბანთან ვერ ხერხდება. ამ მიმართულების განვითარებას ვერ ვუყურებ ოპტიმისტურად“.

როგორც მევლუდ მელაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ველოტრანსპორტს განვითარებისთვის უფრო მეტი შანსი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუკი  მასობრივად შემოვა ელექტრონული ველოსიპედები და თუკი მას მისაღები ფასი ექნება.

საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი აღნიშნული საკითხის ირგვლივ რეგიონების ჭრილშიც გვესაუბრა. მისი განმარტებით, რეგიონების შემთხვევაშიც, ველოტრანსპორტს განვითარების შანსი ვაკე ტერიტორიებზე აქვს. მაგალითისთვის, სვანეთში ველოსიპედს მხოლოდ ტურისტი გამოიყენებს, ისიც – ექსტრემის მიზნით და არა – როგორც ტრანსპორტს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

 

Please follow and like us: