14 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ავტომობილით გადაადგილებისას სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა. მიუხედავად ყველაფრისა, ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა. პროფესიონალების რეკომენდაციები ეპიდემიასთან ბრძოლაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Please follow and like us: