14 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დაღუპულია 1939 წელს დაბადებული, 81 წლის ქალბატონი.

„დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციისა და პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ის ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.

Please follow and like us: