12 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყარო ცნობილია, 2 პაციენტის კვლევა კი მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადი ინფორმაციით, არც ერთი ახალი შემთხვევის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ. ახალი ინფიცირებულებიდან 4-ის წყარო ცნობილია, საკარანტინე სივრციდან, არსებული წყაროებიდან არიან და 2 პაციენტის კვლევა გრძელდება. ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ შემოუყვანიათ, აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია მაქვს, რომ არც ერთი პაციენტის მდგომაროება განსაკუთრებული სიმძიმით არ შეფასებულა. ყველა ინფიცირებული სრულწლოვანია. ჩვენს კლინიკაში 27 პაციენტი გვყავს. 26 ახალი გამოჯანმრთელებულიდან 9 ჩვენი პაციენტია. გვყავს მხოლოდ 1 მძიმე პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამ პაციენტთან მიღებული გაუმჯობესება სტაბილურია, რამდენიმე დღეც და ალბათ, მის მონაცემებზე განსხვავებული რანჟირებით დაგელაპარაკებით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Please follow and like us: