2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

მთელს მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს ის რიცხვები, რომლებიც დღემდე მზარდია. მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციებს კოვიდინფიცირებულებისა და ათეულობით და ასეულობით გარდაცვლილების შესახებ. ერთი შეხედვით, ცხადია, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად ჟღერს, თუმცა, ერთი საკითხია – გასული წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, კონკრეტულ ქვეყნებში, გარდაცვლილთა რიცხვი აღემატება თუ ჩამორჩება 2020 წლის პირველ სამ თვეში გარდაცვლილთა რიცხვებს? მნიშვნელოვანია, რომ, ამ მხრივ, საქართველოში ვითარება გაუარესებული არ არის. კარანტინმა და ე.წ. კომენდანტის საათმა განაპირობა ის, რომ შემცირდა დანაშაულის რაოდენობა, შესაბამისად, შემცირდა მსხვერპლის რიცხვი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში: იანვარში, თებერვალსა და მარტში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობაზე 4%-ით ნაკლებია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად განიხილება იმისთვის, რომ  შეფასდეს, კოვიდინფექციამ და მისმა თანმხლებმა პროცესმა – გარდაცვალების შემთხვევებმა რა გავლენაა მოახდინა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდაზე.

ცენტრის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მომატებული სიკვდილიანობა აღინიშნება ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ინგლისში.

პარალელურად, უნდა აღინიშნოს, რომ, პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების შედეგად, შემცირებულია ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ასეთი ტიპის ძალადობას ემსხვერპლნენ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ადამიანების რაოდენობამ 3 716.9 ათასი კაცი შეადგინა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტით ნაკლებია.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: