2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ქალაქის სწორი ურბანული განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.

„მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ეს არის უმნიშვნელოვანესი სამსახური. არსებობს გამოწვევები ამ მიმართულებით. თქვენ იცით ჩვენი დამოიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარება მოხდეს. თუმცა, იმ გზას ვერავინ გადაუხვევს რაც ჩვენმა მთავრობამ აირჩია და ეს არის სწორი გზა, მოხდეს ქალაქის სწორი ურბანული განვითარება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელმაც თბილისის გენერალური გეგმა მიიღო, ის ადამიანები ვართ, ვინც არ დაუშვებს სკვერებში, პარკებში მშენებლობების განხორციელებას და ამის უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ როგორი დამოკიდებულება გვქონდა ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით, კუს ტბის მიმდებარედ გაცემულ ნებართვაზე, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო. აღარ მინდა გავაგრძელო და ჩამოვთვალო ყველა ის პროექტი, რომელიც შეჩერდა და არ უნდა განხორციელებულიყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ქალაქის არასწორი განვითარება. დარწმუნებული ვარ, ვიკა ამ გამოწვევაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ქალაქის სწორი განვითარებას მოვახერხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვიქტორ წილოსანი აქამდე თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

Please follow and like us: