2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თბილისი-რუსთავის და რუსთავი-თბილისის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებებით ყოველდღიურათ 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავლობაში და აუცილებელია, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს.

„თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 30 000 ადამიანი გადაადგილდება დღის განმავალობაში. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა ამ ადამიანების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს. პრობლემა, რომელიც ტრანსპორტის მიმართულებით თბილისი-რუსთავის გზაზე არსებობს იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა და პირიქით, თბილისიდან რუსთავში ჩასვლა უნდა, სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ვინც რუსთავში ცხოვრობს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მათთვის სერიოზული კომფორტი იქნება. შესაბამისად, მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარმოდეგნილი იყოს სრულყოფილი გეგმა, სრულყოფილი წერტილები საიდან უნდა გავიდნენ ავტობუსები რუსთავის მიმართულებით და პირიქით. დედაქალაქის მერია ამ პასუხისმგებლობას აიღებს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. იმოძრავებს განახლებული ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება“,-განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: