2 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

Mastercard და Carrefour ერთიანდებიან და ახალ სოციალურ კამპანიას იწყებენ, რომელიც, ერთი მხრივ, უკონტაქტო გადახდის პოპულარიზაციის გზით ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ – მარტოხელა ხანდაზმულებთა დახმარებას ემსახურება.

დღეისათვის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამ მიზეზით, გვინდა, რომ უკონტაქტო გადახდის მეთოდების გამოყენებით, ჩვენმა მომხმარებლებმა სხვებზე ზრუნვასთან ერთად, საკუთარ უსაფრთხოებაზეც იზრუნონ.

Mastercard-ით Carrefour-ში გადახდის შემთხვევაში თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს ისეთ მნიშვნელოვან და საგულისხმო პროექტში, როგორიცაა “დავეხმაროთ ხანდაზმულებს”. აღნიშნული კამპანია COVID-19 პანდემიის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერაა ინიცირებული და მიზნად ისახავს მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეგროვებასა და მიწოდებას.

კარფურის ნებისმიერ ფილიალში, 18 მაისიდან მომდევნო ხუთი კვირის მანძილზე, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში (იქნება ეს უკონტაქტო ბარათით გადახდა; მობილური ტელეფონისა თუ თუ სხვა მოწყობილობის გამოყენება) თანხის ნაწილი მარტოხელა მოხუცების დახმარებისკენ მიიმართება.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 500 მარტოხელა მოხუცის დახმარება. მათ სპეციალურად მათთვის შექმნილი, სურსათითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაკომპლექტებული კალათები დაურიგდებათ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიზნებისთვის, COVID-19 პრევენციის მიზნით, Mastercard -მა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უკონტაქტო გადახდების ლიმიტი გაზარდა და დღეისთვის ქვეყანაში უკონტაქტო ანგარიშსწორების შესაძლებლობა 45-ის ნაცვლად 100 ლარამდეა გაზრდილი.

“გადაიხადე უკონტაქტოდ, იზრუნე საკუთარ თავზე მაშინ, როცა ზრუნავ სხვაზე!”

Please follow and like us: