ირანში სულ უფრო და უფრო ღრმავდება დაძაბულობა რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის, რის ნათელი დასტურია რეფორმატორების მხარდამჭერი კინომსახიობი ქალის, 24 წლის პეგაჰ აჰანგარინისათვის 18 თვიანი პატიმრობის საჯელის გამოტანა, რომელსაც ბრალი ედება ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის მიყენებაში და უცხოურ პრესასთან კავშირში.
ეს ახალგაზრდა მსახიობი უკვე 20-მდე ფილმშია გადაღებული და რეფორმატორების დიდ მხარდამჭერად ითვლება, სხვათაშორის იგი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დააკავეს, რადგან იგი ექსპრეზიდენტ აჰმედინ ეჟადის საწინააღმდეგო მესიჯებს ავრცელებდა.
თეირანიდან გავრცელებული ინფორმაციებით გუშინ რეფორმატორების დაახლოებული ერთი გაზეთი დახურეს. მოკლედ, ირანში რეფორმატორებზე ნადირობაა დაწყებული.
30.10.13