1 qaveris foto varsimashviliქართულ რეალობაში, მაშინ როდესაც ცხელია პოლიტიკური გარემო, კულტურული ცხოვრება ნელა და შეუმჩნევლად მიდის წინ და აგრძელებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებას საჭირო და აუცილებელია, რომელიმე ხელოვანმა ნათლად განჭვრიტოს რეალობა და საკუთარ ქმნილებაში ყველაზე მსუბუქად და ამავდროულად სიღრმისეულად და დამაფიქრებლად გადმოსცეს. ამაში მას ეხმარება გენიალური შემოქმედებითი ჯგუფი და ქართული თეატრის და ამავდროულად კინოს წარმატებული მსახიობები.

ეს გახლავთ ავთო ვარსიმაშვილის შემოქმედება და ფილმი ,,სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა“. 31 ოქტომბერს, ფილმის დახურული ჩვენება, პრემიერა შედგა, რომელსაც მონაწილე მსახიობები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ფილმის სათაურიდან გამომდინარე მკითხველი შეიძლება დაფიქრდეს თუ რაზე შეიძლება იყოს ფილმი და პრემიერის მოლოდინი გაუჩნდება. მე კი გეტყვით ჟანრი რასაკვირველია კომედია, რადგან ამ რეჟისორის ფილმები ყოველთვის უხვადაა გაჯერებული იუმორით და ამავდროულად ასახავს ყოველდღიურ ყოფას და მძაფრ რეალობას. მრავალ თემას გაშლის და მაყურებელს უტოვებს გასააზრებლად და გასაშიფრად. ექსცენტრიული, აბსურდული კომედია ავთო ვარსიმაშვილის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია და მის შესახებ ,,თბილისი თაიმსს“ თავად რეჟისორი და მსახიობები ესაუბრნენ.

2 avto varsimashviliვთო ვარსიმაშვილი: – ფილმი არის ექსცენტრიული, აბსურდული კომედია, ეს მისი ჟანრია. არის ძალიან სასაცილო,  გადაღებები მიდიოდა კარგად იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადად მე ვმუშაობ მხოლოდ ჩემს მსახიობებთან ერთად და ამჯერადაც ვმუშაობდი ჩემს მსახიობებთან ერთად და ჩვენ ყოველთვის კარგად ვმუშაობთ. დაემატა გენიალური ბალერინა ნინო ანანიაშვილი, არაჩვეულებრივი მომღერალი ნინო ქათამაძე, რომლებიც თამაშობენ  ფილმში და არ ცეკვავენ და არ მღერიან. მე ვფიქრობ მაყურებელს მოეწონება ეს ფილმი, ძალიან იხალისებს ამ ფილმზე და  ვფიქრობ ჩაუფიქრდებიან რამდენიმე პრობლემას, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი.

3 NIKA WULUKIDZEნიკა წულუკიძე– ძნელია ზოგადად საუბარი ფილმზე სადაც შენც მინიმალური წვლილი მიგიძღვის, მაგრამ, რომ დავინახე ხომ იცით შენს თავს, რომ ნახავ როგორ გიხარია. ამიტომ, როდესაც ყველაფერი გაქრება ფილმებს ნახავენ, შეიძლება თქვან  ,,აი ნიკა წულუკიძე ასეთი იყო“  ამიტომ აი ამ ფილმს ჩემთვის ეს დატვირთვა აქვს. არ  ვადარებ, მაგრამ ვთქვათ  ფილმი ,,მზე შემოდგომისა“ სადაც მრავალი ცნობილი ადამიანია გადაღებული, არამსახიობები, ასე იქნება ამ ფილმშიც ნინო ანანიაშვილი, ნინო ქათამაძე და სხვა ღირსეული ხალხი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფილმში. ჩემთვისაც ერთი პატარა ეპიზოდის თამაში და ასეთ ხალხთან ერთად ყოფნა გადასაღებ მოედანზე, სასიხარულო და საამაყო იყო.

4 kaxa miqiashviliკახა მიქიაშვილი: – მე ძალიან მომწონს ეს ფილმი, განსხვავებით იმ  წინა ფილმებისგან, რომელიც ბატონმა ავთომ გადაიღო და ძალიან  კარგად გაიგო მაყურებელმა. ამ ფილმში უფრო მეტი ,,პრეტენზიაა“ ფილმზე. წინა ფილმები თუ იყო პირდაპირ გათვლილი, როგორც ბატონი ავთო ამბობდა, არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა დიდ კინო შედევრებზე, ის იყო კომერციული ფილმები. აქ კი სხვა ჟანრია, სხვა სტილია, რათქმაუნდა დატოვებულია ის ხაზი, რასაც ექცენტრიული კომედია ჰქვია. იუმორი ბევრია, მაგრამ გარკვეული სენტიმენტალური მომენტებიცაა და ვფიქრობ იუმორის ფონზე ძალიან კარგადაა დანახული, წარმოჩენილი ის რეალობა რაშიც გვიწევს ცხოვრება და რის გამოც ფილმის გმირები ფანჯრიდან იპარებიან.

ფილმში ,,თავისუფალი თეტრის“ მსახიობები თამაშობენ, რამდენიმე კი სხვა სახელოვნებო დარგის ცნობილი და წარმატებული სახე განსხვავებულ ამპლუაში მოევლინება მაყურებელს. ფილმის პრემიერა 7 ნოემბერსაა დაგეგმილი და ,,თბილისი თაიმსი“ გირჩევთ იხილოთ და შეაფასოთ ფილმი და დაინახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემანი ჩვენს რეალობაში იუმორისტული კუთხით და გარკვეულწილად ამ პრობლემათა გადაჭრაზეც დავფიქრდეთ.

 01.11.13  

გიორგი ჩუბინიძე

Please follow and like us: