ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია ”კარტლის”-სა და საქართველოს საპატრიარქოს აგრობიზნესის ინოვაციურ ცენტს შორის დღს, მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოეწერა. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები, საპატრიარქოსა და კომპანია ”კარტლისი”-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. მემორანდუმი ახალგაზრდების სოფლის მეორნეობის სპეციალისტად აღზრდას ითვალისწინებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალგაზრდებს პრაქტიკულ სამუშაოებს ”კარტლისში” მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები შეასწავლიან. ”კარტლისის” მიწებზე ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის თესვის, მიწის დამუშავებისა და მოსავლის აღების პროცესში მომავალი ფერმერები თავად მიიღებენ მონაწილეობას. ხვნა-თესვის სამუშაოები ასევე ჩატარდება საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ ჰექტარ მიწის ფართობზე.
კომპანია ”კარტლისის” დირექტორმა, რობერტ რევიამ, განაცხადა მომავალი სეზონისთვის ახალგაზრდა ფერმერები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შეძლონ იმ მიწების დამუშავება, რომელსაც პროექტის ფარგლებში მათ საპატრიარქო გამოუყოფს.
”დღეს-დღეობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიონალი ფერმერების ნაკლებობაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საპატრიარქოს წამოწყებას და საკუთარი წვლილი შევიტანოთ სასოფლო-სამეურნეო სფეროში. აღნიშნულ პროექტს კომპანია ”კარტლისი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს” – სცხადებს რობერტ რევია.
”კარტლის”-მა საპატრიარქოს პროექტის მხარდასაჭერად, ახალგაზრდა ფერმერებს უფასოდ გადასცა 3,3 ტონა იტალიური წარმოშობის ხორბლის მაღალი ხარისხის სათესლე მასალა და 750 კილოგრამი სასუქი.
მემორანდუმი ორ წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს . პროექტის მხარდასაჭერად კომპანიამ 30 000 ლარი გამოყო.
05.11.13