წელს საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით 24 175 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი , რომელიც 10 თვისა და ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას ეხება.
სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მომხდარი 24 175 დანაშაულიდან გახსნილია 14 285 შემთხვევა (59,1%).
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2012 წელს უფრო მეტი 31 287 დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა, აქედან გახხსნილია 5 789 (18,5%).
ასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 7 112 (22,7 %) შემთხვევით იკლო. გახსნის მაჩვენებელმა კი 40,6%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ოქტომბერს, 2013 წლის ოქტომბრის თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასეთია: ქვეყნის მასშტაბით ოქტომბერში 2 640 დანაშაული მოხდა, აქედან გახსნილია 1703, გახსნის მაჩვენებელი შეადგენს, 64,5%-ს.
გასული წლის ოქტომბერში კი 3 644 დანაშაული მოხდა, აქედან გახსნილია 298 შემთხვევა, გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 8,2%-ს. შესაბამისად, დანაშაულმა 1004 (27,6%) შემთხვევით იკლო. გახსნის მაჩვენებელმა კი 56,3%-ით მოიმატა.
06.11.13