23 ნოემბრისთვის, გიორგობის დღესასწაულზე პატიმრების შეწყალება არ მოხდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიის ახალი შემადგენლობის შექმნას გიორგობისთვის ვერ მოასწრებს, რადგან ვილნიუსში წასასვლელად ემზადება.
თევდორაძე დარწმუნებულია, რომ 23 ნოემბრისთვის შეწყალების კომისიის არანაირი სხდომა არ გაიმართება, თუმცა რას გადაწყვეტს ახალი პრეზიდენტი და როდის გამართავს სხდომას, საახალწლოდ თუ სააღდგომოდ, ეს მისი უფლებაა.
თევდორაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების კომისიის სხდომას ძველი შემადგენლობით არ გამართავს.
06.11.13