თბილისში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, მისი სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა შენარჩუნდება, რაც აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც გავრცელდება.
იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ხვალ ასევე იწვიმებს ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. აღმოსავლეთ საქართველოში 11 ნოემბრიდან გამოიდარებს.
08.11.13