ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის საკითხზე შპს “ქართული კვების კომპანია” განცხადებას ავრცელებს.
როგორც “თბილსის თაიმსს” კომპანიიდან აცნობეს, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია და გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას, რის გამოც ის “ქართული კვების კომპანიიდან” უკვე დათხოვნილია.
“ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში გუშინ, 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა.
სამხედრო პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. საქმეზე დაწყებულია მოკვლევა. დადასტურებულია, რომ ეს იყო მსუბუქი დიარეა. ინტოქსიკაციას ან მოწამვლის რაიმე მძიმე ფორმას ადგილი არ ქონია. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არ დაჭირვებია არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება. ადგილზე შემოწმების შემდეგ სამხედროები დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს. გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას. მზარეული, რომლის დაუდევრობაც იკვეთება, “ქართული კვების კომპანიიდან” უკვე დათხოვნილია”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
13.11.13