თბილისში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უეფას სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს სუპერ თასის მატჩის საორგანიზაციო საკითხებისა და მოსამზადებელი ეტაპის დასაგეგმად ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, უეფას სუპერ თასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელ დანიელ რიბეიროს თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა.
შეხვედრაზე 2015 წელს თბილისში დაგეგმილი სპორტული ღონისძიების დეტალები განიხილეს. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს ორი გუნდის გულშემატკივართა და მატჩზე დასასწრებად ჩამოსულ ოფიციალურ პირთა შეკრების ადგილი.
2015 წელს თბილისი სპორტულ ღონისძიებას – უეფას სუპერ თასს მასპინძლობს, რომელშიც ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბები შეხვდებიან.
მსგავსი მაღალი დონის საფეხბურთო ღონისძიება თბილისში პირველად ტარდება, შესაბამისად, 2015 წლის უეფას სუპერ თასის მატჩის დაგეგმვაში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.
14.11.13