ბრიტანული გაზეთის The Sunday Times-ის ინფომრაციით, ისრაელის და საუდის არაბეთის სპეცსამსახურები ირანზე თავდასხმისთვის ემზადებიან.
ორივე ქვეყანა სკეპტიკურადაა დამოკიდებული ურანის გამდიდრების შესახებ მოალაპრაკებებზე, რომელიც აშშ-ს, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და ირანის შორის იმართება. მათი აზრით, ირანი მხოლოდ დროის გაწელვას ცდილობს.
გაზეთის ინფომრაციით, ირანზე თავდასხმის საკითხი 20 ნოემბერს გადაწყდება, როდესაც „ექვსეულის“ მოლაპრაკებების შემდეგ რაუნდი გაუმართება. თუ წინა რაუნდის მსგავსად შეთანხმება არ იქნა მიღწეული, მაშინ ეს ორი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო მოქმედებებს დაიწყებენ.
გაზეთი ასევე ვარაუდობს, რომ საუდის არაბეთი, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, თავის საჰაერო სივრცეს ისრაელს გაუხსნის, რადგან ისრაელს ირანთან საერთო საზღვარი არ აქვს.
19.11.13