ბოლო პერიოდში ლარის კურსის დაცემა შეინიშნება დოლართან მიმართებაში, საპრეზიდენტო ფონდში თანხა არ არის, კეთდება განცხადება იმის თაობაზე, რომ წელს ბიუჯეტი დეფიციტური იქნება ამ ყველაფრის ფონზე კი ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.  ეკონომიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე, ლარის კურსის გაუფასურების თანმხლებ მოვლენებსა და ბიუჯეტის პრობლემებზე ესაუბრა ”თბილისი თაიმსი” პროფესორს, ეკონომიკის ექსპერტს მიხელ თოქმაზიშვილს.

ბოლო  ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურად ეცემა, თიტქმის სამი წელია ლარის ასეთი გაუფასურება არ დაფიქსირებულა, თქვენ რას უკავშირებთ ამ ფაქტს? უცხოური ინვესტიციების კლების ფაქტს ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი?

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ლარი მართლაც სტაბილური იყო დოლართან მიმართებაში და ეს განპირობებული იყო ეროვნული ბანკის აბსოლიტურად სწორი პოზიციითა და მისი ქმედიტი უნარიანობით, დაახლოებით ერთი წელიწადია, რაც ეკონომიკამ დაიწყო  დაცემა, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა მიზეზებით და დღეს ეკონომიკა იმ ზღვარზეა, რომ უნდა გამოვიდეს გარდამალი პოზიციიდან და წონასწორობა უნდა დამყარდეს, ლარის კურსის გაუფასურება განპირობებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა მოთხოვნის ზრდა უცხოურ ინვესტიციებზე, თუ კი მოთხოვნა ინვესტიციებზე იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკას ეძლევა სტიმული, მეორესმხრივ ლარის გამყარება განპირობებულია იმპორტის ზრდით, როგორც ჩანს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე გაიზარდა, მაგრამ ვფიქრობ ამ რყევამ რაიმე რადიკალური ცვლილება არ უნდა შეიტანოს საქართველოს ეკონომიკაში. ფაქტია, ის პოლიტიკური ფაქტორები რომლებიც აქამდე არსებობდა, ორხელისუფლებიანობა, გაურკვევლობა თანდათან უკანა პლანზე გადადის , რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ეკონომიკა გადავიდეს აღმავლობის ფაზაში. რაც შეეხება უცხოური ინვესტიციის კლებას, ვფიქრობ, ეს ფაქტორი ამ ეტაპზე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ამას ეროვნულ ვალუტაზე გავლენა არ მოუხდენია.

ეკონომისტები ამ პროცესს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის კუთხით დადებითად აფასებენ,თუმცა ეკონომისტთა ნაწილი აცხადებს რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა არ უნდა მოხდეს, ფინანსთა მინისტის განცხადებით კი დოლარის კურსის ზრდაში საგანგაშო არაფერია, თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

თეორიულად ასეა, როდესაც ლარის კურსი მყარდება უპირატესობა ენიჭება პროდუქციის შემოტანას, როცა ლარის კურსი უფასურდება უპირატესობა ენიჭება გატანას. ვფიქრობ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ხელოვნურად ამ პროცესებში, ყველაფერი უნდა წარიმართოს ბუნებრივად. მართალია ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფითი ბალანსია მაგრამ ამის გამოსწორება ლარის კურსის ცვლილებით არ შეიძლება განხორციელდეს, უნდა ვიფიქრობ წარმოების სტიმულირებაზე, თუ წარმოების სტიმულირება განხორციელდა შედეგად შესაძლებელია მივღოთ ის, რომ ლარის კურსი დაბალანსებული აღმოჩნდეს.

ექსპერტების განცხადებით ლარის კურსის დაცემა იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას გამოიწვევს ,თქვენი აზრით უნდა ველოდოთ მომავალში საკვებ პროდუქტებზე ან ნავთობზე ფასის ზრდა?

ნავთობის ფასს არ განსაზღვრავს საქართველო, ეს განისაზღვრება მსოფლიო ფასების მიხედვით, შესაძლებელია ცალკეულმა კომპანიამ გარკვეული გადახრა გააკეთოს და შეცვალოს ფასი მაგრამ, ეს არ იქნება იმ ძირითადი დინამიკიდან განსხვავებული რომელიც მსოფლიო ბაზარს გააჩნია. ლარის კურსის დაცემამ შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაიმე სახის შიშის მიზეზი და საზოგადოებამ უნდა აღიქვას როგორც სტიმული ინვესტიციების გასაზრდელად. მე, მივესალმებოდი თუკი დეფლაციური პროცესებიდან გადავიდოდით მცირეოდენ ინფლაციაზე, რაც სტიმული იქნებოდა გარკვეული ინვესტიციების გაზრდისათვის.

1464023_671425519565101_2121228718ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა, საქართველო კი ძირითადად იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული, მოსალოდნელია თუ არა საქართველოს ბაზარზე პურის ფასის ზრდა?

ეს პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს ფასებთან, თუ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ექსპორტიორ ქვეყნებში ხორბლის ფასის ზარდამ შესაძლოა ამან პურის ფასის ზრდაც გამოიწვიოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოსავლიანობაზე, მცირე მოსავლის შემთხვევასი ექსპორტიორმა ქვეყნებმა შესაძლებელია შეამციროს ხორბლის ექსპორტი რაც ზეგავლენას მოახდენს პურის ფასზე, თუ რა თქმა უნდა საქმე არ გვექნა გარკვეულ ტექნოლოგიურ ინოვაციებთან.

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის შექმნილი კომისია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ფონდში თანხა არ არის და ინაუგურაციისთვის თანხა მთავრობის ფონდიდან გამოიყო,ხადურის განცხადებით თანხა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და თანამდებობის პირების სწავლის დაფინანსებას მოხმარდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

წინა პრეზიდენტმა მთლიანად დახარჯა თავისი ფონდი, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ყოველთვის თუ რაში იხარჯებოდა ეს თანხა, ეს პროცესი არ იყო გამჭვირვალე, არ გვქონდა ინფორმაცია თანხა ამ ფონდიდა მიზნობრივად იხარჯებოდა თუ არა და უამრავი კითხვის ნიშანია ამ თემის ირგვლივ, იმედია მომავალი პრეზიდენტის მმართველობის დროს ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ რაიმე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე და მომავალში რაიმე ზეგავლენას ხომ არ იქონიებს ეს ფაქტი ეკონომიკურ ფაქტორებზე?

იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი გადავა სამოქალაქო საზოგადოებაში, როგორც ეს თვითონ განაცხადა და იქაიდან განახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას ეს უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებს ეკონომიკაზე, პირიქით ეს იქნება ძალიან დადებითი ეფექტი და საკმაოდ დიდი სტიმული ეკონომიკისთვის, მე პირადად მივესალმები თუკი მოვლენები ასეთი ფორმიტ წარიმართა, მაგრამ მეორესმხრივ ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან კითხვის ნიშნიშ ქვეშ სვამს ”ქართული ოცნების” ერთიანობის საკითხს, შესაძლოა ივანიშვილის წასვლის შემდეგ კოალიციაში დაპირისპირებებთან გვექნეს საქმე, რაც ვფიქრობ ქვეყანას დააზიანებს, კოალიციაში შემავალმა პარტიებმა უნდა შეინარჩუნონ ერთიანობა, ეს ყველაფერი თავისმხრივ დამოკიდებულია ოპოზიციაზეც, თუ ოპიზიცია იქნება ძლიერი მაშინ კოალიცია იძულებული იქნება შეინარჩუნოს ერთიანობა და კიდევ უფრო გაძლიერდეს, თუ სუსტი ოპოზიცია გვეყოლება მაშინ შესაძლოა  ”ქართულმა ოცნებამ” ყურადღება მოადუნოს და შიდა დაპირისპირებები წარმოიშვას, ამიტომ ვიოცნებებდი ქვეყანას ყოლოდეს ძლიერი ოპოზიცია და ძლიერი ხელისუფლება.

წელს ბიუჯეთი დეფიციტური იქნება, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღარ მალავენ, მაგრამ აზუსტებენ, რომ პენსიების გაცემაზე ეს არ იმოქმედებს. თქვენ როგორ დაახასიათებდით 2013 წელს ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და თქვენი აზრით რამ გამოიწვია წლევანდელ ბიუჯეტში დეფიციტი?

ეკონომიკური აქტივობის შემცირება შესაბამისად ადეკვატურად აისახება ხოლმე გადასახადებზე, ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ბიუჟეტი დეფიციტური გახდა, ამ შემთხვევაში  ეს დეფიციტი რაციონალურ ფარგლებს არ სცილდება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ინფლაციური სტიმულირება მოვახდინოტ ეკონომიკაზე ამ შემთხვევაში დეფიციტი უნდა გაიზარდოს.

თქვენი აზრით როგორი იქნება 2014 წლის ბიუჟეტი?

ხელისუფლებას აღებული აქვს აქცენტი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დაფინანსებაზე, რა სირთულეების წინაშეც უნდა დადგეს ბიუჟეტი, ეს იქნება მთავრობის დომინანტური მიზანი, რასაც აქამდეც ახორციელებდნენ და ვფიქრობ ეს მიმართულება შენარჩუნებული იქნება. ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ისეთ პროექტებზე რომელიც მიზანშეწონილი არ იყო, უზარმაზარი თანხა იყო გამოყოფილი ინფრასტრუქტურაზე, სხვადასხვა შენობების ასაშენებლად, რომელიც დღეს არ არის გამოყენებადი, ამიტომ საჭიროა პროექტების გადასინჯვა და ბიუჟეტის რაციონალურად ხარჯვა.

როგორ ფიქრობთ ამ ხელისუფლებამ რა ეკონომიკური  პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზას დაადგეს , იმ ინდექსში სადაც ბოლო ადგილზე ვართ როგორ უნდა წავიწიოთ წინ?

დღეს, ყველაზე სუსტი ინვესტიციებიდან მიღებული ეფექტია, სწორედ საინვესტიციო პროგრამებისადმი უფრო თამამი მიდგომა მეტ ეფექტს მოგვცემდა მოკლე პერიოდში, დღეს არის ძალიან ფრთხილი მიდგომა ინვესტიციებისადმი, რამაც მოახდინა გარკვეულწილად ეკონომიკის შენელებაცა და დაცემაც.

 18.11.13

ნინა პირტახია

Please follow and like us: