“ქართული ხელოვნება ვილნიუსში“ კულტურული პროგრამა ლიტვის დედაქალაქში გრძელდება.
პროგრამა საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება და მის ფარგლებში ვილნიუსში მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს – კლასიკური მუსიკის კონცერტი; შალვა ალხანაიძის ფოტოგამოფენა „თუშეთის გზაზე“, თანამედროვე მხატვრობის გამოფენა „ზევით-ქვევით“; საქართველოს საგანძურის გამოფენა ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმიდან; ქართული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ კონცერტი და თანამედროვე ქართული კინოხელოვნება.
22 ნოემბერს ლიტვის ხელოვნების მუზეუმში ქართული განძთსაცავის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა, სადაც ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ანტიკური ხანის ექსპონატები წარადგინეს. 20 ნოემბერს კი შედგა თანბამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა გალერეა „კალნასში“. გახსნას ვილნიუსის მერი, ბ-ნი არტურას ზუოკასი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
28-29 ნოემბრის ვილნიუსის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გამართული ქართული ხელოვნების ღონისძიებები კიდევ ერთი დასტურია საქართველო-ლიტვას შორის მჭიდრო კულტურული და პოლიტიკური კავშირებისა.
25.11.13