სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოსთანამშრომლებმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას №17-ში მდებარე ი/მ”ალი ვერძაძის” სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
ამოღებულია კისელი, ზეითუნისზეთი, სხვადასხვა სახის მწნილი, ნამცხვარი და სხვა. აღნიშნულიპროდუქცია დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრისმონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
25.11.13