7 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
7 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში მიიღო. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი  სამხედრო მოსამსახურეები პროტეზირების პროგრამის გასავლელად აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში მიემგზავრებიან. რეაბილიტაციის კურსის გავლამდე ქართველი მებრძოლები ილიამ II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა.

27 დეკემბერს, დაშავებული მებრძოლები პროტეზირების პროგრამის გასავლელად ამერიკულ კლინიკაში, ქართული მხარის ორგანიზებით, გაემგზავრებიან. პირველ ეტაპზე ამერიკაში მკურნალობის პროგრამას 8 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გაივლის. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკულ კლინიკაში ერთი ქართველი სპეციალისტი ბიო-ელექტრო პროტეზებზე მუშაობის სპეციფიკასაც დაეუფლება.

დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროტეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტრო კიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროტეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.

თავდაცვის უწყება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მდგომარეობასაც მუდმივად უწევს მონიტორინგს, რათა დროულად მოხდეს ნებისმიერი სახის გართულებაზე რეაგირება.

პიტერ ჰარშის საპროტეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს.

24.12.11

 

Please follow and like us: