ის , რომ ქართულ ჩაის დიდი ისტორია აქვს  ყვალასთვის ცნობილია,  ჩაის ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობით ,,თბილისი თაიმსი’’ დაინტერესდა  და ესაუბრა ,,გურიელი’’-ს  მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ მარიამ ყიასაშვილს.

როდის დაარსთა თქვენი კომპანია და ჩაის რამდენი სახეობას უშვებთ ბაზარზე, სად ხდება ჩაის მოყვანა, კრეფა და წარმოება?

სანამ უშუალოდ ,,გურიელი’’-ს ჩაის თაობაზე ვისაუბრებთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ შ.პ.ს. „გეოპლანტი“1996 წელს დაარსდა რომელიც ფლობს საკუთარ ჩაის პლანტაციებს  დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში: გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში, და სამ პირველადი გადამუშავების ფაბრიკას ოზურგეთში, ზუგდიდსა და კულიშკარში.

კომპანია ,,გეოპლანტი’’ აერთიანებს ჩაის ქართულ ბრენდებს: ,,გურიელი ექსპორტი’’, ..გურიელი ხილის ჩაი’’, ,,გურიელი მცენარეული ჩაი’’, ,,პრინცი გურიელი’’, ,,ქართული ბაიხის ჩაი #36’’ და ,,ალი სულთანი’’.

რაც შეეხება უშუალოდ ,,გურიელი’’-ს ჩაის, როგორც უკვე ავღნიშნე, იგი გახლავთ კომპანია  „გეოპლანტის’’ ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც 2010  წელს შეიქმნა თავდაპირველად ბაზარზე წარმოდგენილი იყო ოთხი კლასიკური ჩაის სახეობა: შავი, შავი ბერგამოტით, მწვანე და მწვანე ჟასმინით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროდუქცია მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, იკრიფება ხელით სეზონის საუკეთესო პერიოდში და მუშავდება ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე,

თქვენი პროდუქციის ექსპორტი თუ ხორციელდება და რომელ ქვეყნებში? თუ გეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას, რომელ ქვეყნებში უფრო მოთხოვნადია ,,გურიელი’’-ს ჩაი და რომელი ქვეყნის ბაზარი უფრო მომგებიანია ეკონომიკური თვალსაზრით?

კომპანია „გეოპლანტის“  ბრენდებმა თავიდანვე უდიდესი მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზეც. ამიტომ უკვე 2012 წელს გადაწყდა ასორტიმენტის გაზრდა და ,,გურიელი’’-ს ხილის ჩაის ხაზიც შეემატა, რომელმაც ასევე საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

ჩვენი ჩაი ექსპორტზე გადის ბალტიისპირეთს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნებში. მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება. წელს გაფორმდა მემორანდუმი კომპანია „გეოპლანტსა’’ და ,,უილდფიგ ჰოლდინგს’’ შორის, რომლის თანახმადაც 2014 წლიდან ჩვენი ჩაი სამხრეთ აფრიკაში გავა ექსპორტზე. არის დაინტერესება რუსეთიდანაც და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამჟამად უფრო დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით, მაგრამ როგორც კი იქნება კონკრეტული შეთანხმება, შეგატყობინებთ.

რთულია ამის განსაზღვრა, რომელ ქვეყნებში უფრო მოთხოვნადია, რადგან ჩაის ექსპორტს ასევე ვაწარმოებთ პოლონეთში, ბალტიისპირეთში, დიდ ბრიტანეთში, შუა აზიაში და მოთხოვნა ჩვენი ჩაის ექსპორტზე მუდმივად იზრდება.

2010 წლამდე კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა მსხვილი დაფასოების ჩაის  რეალიზაცია  საექსპორტო  ბაზარზე,  მისი შემდგომი  გადამუშავების და დაფასოების მიზნით. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები  უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ისეთი კომპანიები არიან, როგორიცაა  Plantextrakt GMBH (გერმანია),  Van Rees North America (Lipton, აშშ), Martin Bauer (გერმანია), Dobrinia Dar (უკრაინა), Martin Bauer Middle East(თურქეთი). ჩვენს მიერ ჩაი ყოველწლიურად მიეწოდება  ასევე  მოლდოვას და სომხეთის საბიუჯეტო ორგანიზაციებს.                 კომპანიას მჭიდრო ურთიერთობები აქვს ჩაის მწარმოებელი კომპანიებთან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შრილანკა, ინდოეთი, ინდონეზია, კენია, თურქეთი.

იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ბიზნესის გაზრდა და ახალი სახის პროდუქციის გამოშვება?

ავღნიშნავ, რომ ამავე წლის შემოდგომაზე კომპანია „გეოპლანტი“ მომხმარებელს „გურიელი მცენარეული ჩაის“ ხაზს შესთავაზებს, ასევე გაყიდვაში გამოვა „პრინცი გურიელი“.

რამდენად კონკურენტუნარიანია დღეს ჩაის  ბაზარი და ვის მიიჩნებთ მთავარ კონკურენტად?  რა წილი უკავია თქვენს პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე?

მე შემიძლია გითხრათ, რომ გურიელი დაიბადა კონკურენციის პირობებში და ჩვენ საკმარისად კარგადაც ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ და ადგილობრივ ჩაის.

საქართველოს მთლიანი ტერიტორია ათვისებული გვაქვს, გარდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისა. წელს აქტიური ნაბიჯები გადავდგით მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რეგიონების ასათვისებლად. 2012 წლის განმავლობაში კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევდა კონკურენციას მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რეგიონებში, რომელშიც ჩაის მოხმარება მთლიანი საქართველოს ბაზრის 40 – 45% შეადგენს.

თუკი მთლიანად საქართველოში საშუალოდ მოსახლეზე ჩაის წლიური მოხმარება შეადგენს 600 გრამს,  ამ სამ რეგიონში მოხმარება დაახლოებით სამჯერ მეტია და 1კგ-სა და 600-800 გრ-ს შეადგენს. ეს ძალიან სპეციფიკური ბაზარია, მათი მოთხოვნები ჩაის როგორც გემოვნური ისე არომატული თვისებების აბსოლუტურად განსხვავებულია, ისინი მხოლოდ გარკვეული ტიპის ჩაის მოიხმარენ.

ჩვენ ხილის ჩაით 12%-ს გადავაჭარბეთ და 14%-ი დავიჭირეთ, ანუ ბაზრის თითქმის 25%-ს გადავაჭარბეთ – იმ სამი რეგიონის გამოკლებით. გარდა ამისა, ცეილონიდან დაფასოებული ჩაის შემოტანა შემცირებულია, ასევე სხვა ბრენდებისაც.

ქართულ ბაზარზე დაახლოებით 5-6 ჩაის მწარმოებელი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებსაც აქვთ როგორც პირველადი წარმოება და ასევე დაფასოებული ჩაი. უნდა ითქვას ისიც, რომ უმრავლესი მათგანი ბაზრის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს და დღეისთვის მხოლოდ ჩვენი კომპანიას აქვს ყველაზე დიდი წილი, რომელიც აღემატება პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქართული კომპანიის წილს ერთად აღებულს.

2010-11 წელს აქტიურობით მხოლოდ ლიპტონი გამოირჩეოდა, რომელიც მაღალი კონკურენციის პირობებში დღესაც გვამყოფებს, 2012-13 წლებში უკვე ვხედავთ სხვა ბრენდების გააქტიურებას, ისინი ატარებენ სხვადასხვა აქციებს, ტელე რეკლამებს უშვებენ. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მივესალმებით გააქტიურებას. რატომ? კონკურენტების გააქტიურება გვინდა, იმიტომ რომ ბაზარზე თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად  გვყავს საკმარისად ბევრი კონკურენტი. ვახდენთ    ათასწლეულის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის ჩაის პროპაგანდას. ეს არის ჯანმრთელი პროდუქტი, რომელიც აუცილებელად უნდა მიიღოს – დაწყებული ბავშვიდან დამთავრებული ასაკოვანი ადამიანით. ყავის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხსნადი ყავის განვითარებამ და ერთჯერადმა შეფუთვამ საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწია მთლიანად ჩაის. ნებისმიერი ჩაის ბრენდის გააქტიურება ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვეწევით ჩაის და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, რაც მისასალმებელია.

გასულ წელთან შედარებით თუ გაიზარდა მოგება და რამდენი პროცენტით?

სტატისტიკის დინამიკას 2007 წლიდან ვაკვირდებით და ირკვევა, რომ 2009 წელს ქართული ბრენდები იკავებდნენ მხოლოდ 2%. 2011 წელი პირველი სერიოზული წარმატების წელი იყო, მთელს ბაზარზე ჩვენმა წილმა 12%-ი დაიკავა. მარნეულში, ბოლნისში და გარდაბანშო ჩაის მოხმარება მთელი საქართველოს ბაზრის წილის 40-45% -ის ტოლია, თუ ამ სპეციფიკურ რაიონებს გამოვაკლებთ – მივიღებთ რომ ბაზრის წილის 22-23% -ს ვფლობთ, რაც პირველი სრული წლისთვის საკმარისად კარგი მაჩვენებელია და 2012 წელმა ეს კიდევ უფრო ნათლად დადასტურდა.

ჩვენი კომპანიის კონკრეტულ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩაის საბაზრო წილი ქვეყანაში იზრდება და შესაბამისად მოგებაც.

როგორია თქვენი კომპანიისთვის ბაზარი ახალი ხელისუფლების პირობებში, ბიზნეს გარემოს თქვენი შეფასება საინტერესოა…

უნდა ავღნიშნო, რომ 2008-2013 წლებში კომპანიაში 3000000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგადაც კომპანიას გაუჩნდა საბრუნავი კაპიტალი, ასევე თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა დაძველებული საბჭოური დანადგარების გამოცვლას,  საწარმოო ტერიტორიებზე აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებსა და ტექნიკურ მომსახურებას, აგრეთვე ახალი პროდუქტების შექმნასა და განვითარებას.

ხელისუფლების შეცვლაზე ჩვენი კომპანიის საქმიანობა არ არის დამოკიდებული. ჩვენ როგორც გასულ წელს ასევე მიმდინარე წელს ვაგრძელებთ მიშაობას.

25.12.13

მარინა ფიდუაშვილი

Please follow and like us: