რუსეთს ამ ეტაპზე ხელ-ფეხი შეკრული აქვს და საქართველოსთან მიმართებაში პირდაპირ ჩარევას ვერ მოახერხებს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია, რას მოუტანს ეს ხელშეკრულება ეკონომიკურად ქვეყანას და რა ორმხრივ ვალდებულებებზეა საუბარი  ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ”თბილისი თაიმსი” ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს.

ხელშეკრულების პარაფირება ეკონომიკური თვალსაზრისით რას მოუტანს ქვეყანას?

პარაფირებაზე ხელისმოწერა არის პირდაპირი გზა ევროპისკენ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, გამარტივდება ვიზების გაცემა საქართვლოს მოქალაქეებზე ევროპის ქვეყნებში, ეს ხელშეკრულება საშუალებას იძლევა დაუბრკოლებლად იმოძრავოს ქართულმა საქონელმა, რომელსაც აქვს აისოს სტანდარტების სერთიფიკატი, ევროპის მაშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა ჩვენ შევდივართ ცივილიზებული ქვეყნების ეკონომიკურ ცხოვრებაში.

რა ორმხრივ ვალდებულებებს ითვალისწინებს ხელშეკრულება?

რაც შეეხება ვალდებულებეს, პრაფირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ძალიან თავისუფლად უნდა იმოძრაოს საქართველოში ევროპულმა საქონელმა, დამატებითი ღირებულებისა და ყოველგვარი სხვა გადასახადის გარეშე ასევე უნდა მოხდეს ქართული პროდუქციის გატანა ევროპულ ბაზარზეც. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქართული პროდუქცია, პიველ რიგში ჩვენმა საქონელმა უნდა დააკმაყოფილოს ევრო სტანდარტები ხარისხში, ასევე შეფუთვაში. რა თქმა უნდა იმ პროდუქციის ფასი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, გაიზრდება. ჩვენ ევროპულ ბაზარს შეგვიძლია მივაწოდოთ როგორც სასოფლო-სამურნეო პროდუქცია, ასევე სხვა ნაწარმიც. მაგალითად საქართველოში წარმოებული პოლიცპედები, რომელიც გაცილებიტ უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე ევროპული წარმოების. ძალიან ბევრი ნაწარმის მიწოდება შეგვიძლია ევროპული ბაზრისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი დამუშავება, შეფუთვა რომ ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდეს.

რუსეთი ზოგჯერ ამა თუ იმ სახელმწიფოს შემზღუდავ სანქციებს უწესებს, იმისათვის, რომ სახელმწიფომ არ გადადგას მისთვის არასასურველი ნაბიჯი, თქვენი აზრით რა ღონისძიებებს მიმართავს რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში?

რუსეთისგან კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ, თუმცა მას უნდა, რომ  თებერვალში ოლიმპიადა ჩაატაროს და ამიტომ მისი მხრიდან პირდაპირ ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამ ფაქტორის გათვალისწინებით მეჩვენება, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ხელ-ფეხი შეკრული აქვს და პირდაპირ ჩარევას ვერ მოახერხებს. საქართველოს ევროინტეგრაციას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. რუსეთს ძალიან დიდი იარაღი აქვს ხელში ნავთობის სახით. პუტინი ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსად ითვლება მსოფლიოში და ამბიციური მიდგომა აქვს რუსეთისადმი თუმცა მეორესმხრივ ის უიმედოდ ავად არის, მან რუსეთი მისმიერვე დაგებულ ხაფანგში მოამწყვდია, რადგანაც რუსეთის ეკონომიკური განვითარება დააფუძნა ნედლეულის ექსტენსიურ ექსპორტზე, რუსეთი დღეში მხოლოდ ნავთობისგან სამ მილიარდ დოლარ შემოსავალს იღებს, თუ ამ შემოსავალს  წაართმევ რუსეთს მას სრული ეკონომიკური დეფოლტი ემუქრება, ამისათვის მარტივი რამე გასაკეთებელი, ბარელი ნავთობის ფასი 70$-მდე უნდა დავარდეს, ამისთვის საჭიროა დოლარის გაცვლითი კურსი გამყარდეს ევროსთან მიმართებაში, რაც ამერიკის ადმინისტრაციის ხელშია თუმცა ობამა ამას არ აკეთებს. რუსეთმა ეს იცის და ამიტომ არამგონია მან ისეთი რამე გააკეთოს რაც ამერიკის მკვეთრ გაღიზიანებას გამოიწვევს. თუმცა არ გამოვრიცხავ ასევე იმას, რომ რუსეთმა მავთულხლართების პოლიტიკა განაახლოს.

მოსალოდნელია თუ არა რუსეთიდან მორიგი ეკონომიკური  ემბარგოს დაწესება?

თუ რუსეთმა ეკონომიკური ემბარგოს დაწესება გადაწყვიტა, ვფიქრობ, რომ ეს არცისეთი სახიფათოა უკვე ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რუსეთის ბაზარი დაიხურება ქართული პროდუქციისთვის , ვფიქრობ ევროპელები დაგვეხმარებიან პროდუქციის რეალიზაციაში. გასაგებია, რომ ქართული კომპანიები დიდ შემოსავალს იღებენ რუსული ბაზრისგან თუმცა, არც თავდაპირველი ემბარგოს დროს არ მომხდარა ამ კომპანიების გაკოტრება და ვფიქრობ თუ იგივე განმეორდა ისინი  ამჯერადაც თავს დააღწევენ მდგომარეობას. თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთი ემბარგოს დაწესებას არ აპირებს. ძალიან საინტერესო რეკლამაა რუსეთის არხებზე, რომელიც სოჭის ოლიმპიადას შეეხება და სადაც ერთერთი რესტორნის მასპინძლები სტუმრებს ქართულ ბორჯომის, ღვინისა  და კერძების დაგემოვნებას სთავაზობენ.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა, თქვენი აზრით რას მალავს რუსეთი ამ გადაწყვეტილების უკან? ხომ არ არის მოსალოდნელი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე რამდენიმე ხნით ადრე უკრაინის მსგავს მსგომარეობაში აღმოვჩნდეთ?

ერთერთი რუსი ანალიტიკოსის განცხადებით პუტინის ადმინისტრაციას აწყობდა სააკაშვილის მმართველობა, რადგანაც ისინი არ შედიოდნენ დიალოგში, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისას კი რუსეთს ძალაუნებურად მოუწია საქართველოსთან დიალოგისა და პოზიციის შერბილება. მიმაჩნია, რომ რუსეთის ხელში ზემოქმედების ძალიან ცოტა ბერკეტია დარჩენილი. რუსეთის ძალიან დიდი შეცდომა იყო თავის დროზე, რომ სავიზო რეჟიმი დააწესა საქართველოსთან, ეს რომ, არ მომხდარიყო ქართველი ბიზნესმენები საკუთარ თავს რუსეთის გარეშე ვერ წარმოიდგენდნენ. გაგვიჭირდა მაგრამ გადავიტანეთ, ახლა კი საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია, შეუქცევადი ცვლილებები მოხდა ჩვენს მენტალიტეტში, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველები მშვენივრად ვცხოვრობთ რუსეთის გარეშე ამიტომ ვერანაირი სანქციები ვერ შემოგვაბრუნების რუსეთისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის მოსალოდნელი საქართველო უკრაინის მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. უკრაინაში არც ეკონომიკური და არც მენტალური ცვილებები მომხდარა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, მათ გაცილებიტ უფრო მეტი აკავშირებთ რუსეთთან ვიდრე ევროპასთან.

თქვენი პროგნოზით შეძლებს საქართველო დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და ევროსტანდარტებთან მიახლოებას?

რასაკვირველია შეძლებს, ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ევროპული მენტალიტეტით. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაგალითი ვართ დემოკრატიისა და სამჭოთა წყობილების შეცვლის თვალსაზრისით. ის რაც ხდება უკრაინაში არის გამოწვეული იქიდან,რომ უკრაინის ამჟამინდელი მმართველები ყოფილი საბჭოთა კავშირშის თანამდებობიდან თუ პარტიებიდან არიან წამოსულები, ჩვენ კი ევროპასთან გაცილებით უფრო ბევრი რამ გვაკავშირებს ვიდრე რუსეთთან.

25.12.13

ნინა პირტახია

 

Please follow and like us: